კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 26-ე ტურში „იმერული“ დერბი შედგა – ქუთაისის „ტორპედომ“ წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მინიმალურისხვაობით აჯობა.
მატჩის მეოთხე წუთზე ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ, მასპინძლების ხორვატმა მცველმა მატეო შიმიჩმა ბურთს ფეხი ააცილა, ხოლო დავით ბუკიას საჯარიმოში ირაკლი სირაძემ აჯობა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.
22-ე წუთზე გიორგი არაბიძემ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო შეასრულა და საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1. 26-ე წუთზე არაბიძემ კუთხური ჩააწოდა და სერბმა ფორვარდმა კომნენ ანდრიჩმა თავური დარტყმით „ტორპედო“ დააწინაურა. მან მიმდინარე სეზონში 10 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
62-ე წუთზე „სამგურალის“ ბრაზილიელი ფორვარდი სებოლინია ოთო გოშაძესთან პირისპირ გავიდა და თავით ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო, მაგრამ მასპინძლების გოლკიპერმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან გადაარჩინა. 66-ე წუთზე არაბიძის მორიგი კუთხურის მერე, ნოდარ ლომინაძემ თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 3:1.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე ჭიჭინაძემ კუთხური შეასრულა და ომარ პატარკაციშვილმა თავით ანგარიშშო სხვაობა შეამცირა – 3:2. გერმანელი დირკ შუსტერის გაწვრთნილი „ტორპედო“ 36 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, ხოლო გიორგი ონიანის თავკაცობით „სამგურალმა“ 32 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი





