ზარიამ ყაზახეთში თავი მესამედ გამოიჩინა

0
49

გიორგი ზარიამ, რომელიც ყაზახეთის პრამიერლიგაში თავის სადებიუტო სეზონს ატარებს, ალმათის „ქაირათში“ თავისი მე-3 გოლი გაიტანა.
მე-15 ტურში „ქაირათი“ ყარაგანდის „შახტიორს“ ესტუმრად და 3:0 აჯობა. ზარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 30-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან თანაგუნდელის მიერ გაკეთებული პასის შემდეგ, თავური დარტყმით ანგარიში გახსნა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრების სასტარტოში ცენტრალური მცველი ლუკა გადრანიც იყო, რომელმაც ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის შემდეგ მოედანი დატოვა. მასპინძლებში პირველი პირველი წუთიდან თამაშობდა იმედა აშორტია, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს. „ქაირათი“ 25 ქულით 14 გუნდში მეორეა, ხოლო „შახტიორი“ 8 ქულით ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი