ნიკოლოზ ქუთათელაძემ, რომელიც ტალინის „ლევადიას“ ზაფხულში შეუერთდა, ესტონეთის ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა. მე-20 ტურში „ლევადიამ“ შინ „ტამეკა“ 6:0 გაანადგურა და ქართველმა თავდამსხმელმა ტალინელთა წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქუთათელაძემ 22-ე წუთზე დაალოებით 20 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და „ცხრიანში“ გაიტანა. მან მე-40 წუთზე საგოლე პასი აინსალუს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ ანგარიში 3:0 გახდა. 78-ე წუთზე ქუთათელაძემ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შემოტრიალების შემდეგ, მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა – 5:0. ის 79-ე წუთზე შეცვალეს. 25 წლის ქუთათელაძე ესტონეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პაი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





