“ტორპედომ” კიდევ ერთი ლეგიონერი დაიმატა

0
25

ქუთაისის “ტორპედომ” 20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი ტიმ ოლოკო-ობი დაიმატა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“20 წლის ნიგერიელი ნახევარმცველი ტიმ ოლოკო-ობი “ტორპედოს” ღირსებას დაიცავს. 2023 წელს ის კლუბის მიერ ეგვიპტეში გამართულ აფრიკელ ტალანტთა ფორუმზე შეირჩა, რის შემდეგ ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რამდენიმე თვეა მთავარ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო “ურარტუს” წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში, სადაც თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ფეხბურთელთან 3+1 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და ამიერიდან ის “ტორპედოს” სრულფასოვანი წევრია”.
ლაშა თაბაგარი