ლუკა გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-2 ტურში მოსკოვის “დინამომ”, სადაც ქართველი ნახევარმცველი გამოდის თანაქალაქელი “ლოკომოტივი” მიიღო და 3:1 დაამარცხა. გაგნიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-12 წუთზე მეტოქის საჯარიმოს ხაზიდან ბურთი “ცხრიანში” გაახვია. ის 71-ე წუთზე შეცვალეს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდშიც უთამაშია, რუსეთის პრემიერლიგაში 2021-2022 წლების სეზონიდან გამოდის და მეტოქის კარი პირველად აიღო. გაგნიძემ მიმდინარე სეზონში სასტარტოში პირველად მოხვდა.
ლაშა თაბაგარი
