მარტინ დემიკელისი „რივერ პლეიტის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდაჯნჰ დაითხოვეს. კლუბის ხელმძღვანელებმა ასეთი ნაბიჯი მიმდინარე სეზონში ბუენოს-აირესელთა არასახარბიელო ასპარეზობის მიზეზით გადადგეს. არგენტინის ჩემპიონატში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ „რივერი“ 10 ქულით მე-11 ადგილზეა.
დემიკელისი გუნდს 2022 წლიდან ავარჯიშებდა და გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტული მოაგებინა. მანამდე, არგენტინის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდულ გუნდს ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი
