ზივზივაძემ „სტრასბურგსაც“ გაუტანა

0
23

ბუდუ ზივზივაძემ „კარლსრუეს“ მაისურით ზაფხულის მოსამზადებელ პერიოდში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარმა საფრანგეთის ლიგა 1-ის წარმომადგენელ „სტრასბურგს“ უმასპინძლა და 4:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. მე-40 წუთზე, როდესაც მასპინძლები 2:0 იგებდნენ, მან საჯარიმოს ხაზთან მყოფმა ბურთი მიიღო, გაისწორა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. შეგახსენებთ, რომ მანამდ გერმანიის პირველი ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმთან“ 4:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი