„მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკა გულშემატკივრებს პირდება, რომ მისი ხელმძღვანელობით გუნდი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს.
„100 პროცენტით გარანტიას გაძლევთ, რომ შემტევ „მილანს“ ნახავთ – გუნდს, რომელიც მატჩებში დომინირებს, ბურთს დაკარგვის შემდეგ სწრაფად იბრუნებს და ფანებს აიძულებს, რომ თავისი საყვარელი გუნდით იამაყოს.
დაცვაში ისე არ ვითამაებთ, როგორც გასულ სეზონში. შედარება არ მინდა, მაგრამ ეს სულ სხვაგვრად მოხდება. ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ თუ გამარჯვება გვინდა“ – იუწყება Calciomercatoweb პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს, რომელიც „მილანს“ სათავეში ზაფხულში ჩაუდგა და სტეფანო პიოლი შეცვალა.
ფონსეკა „მილანამდე“ სამშობლოში „ავეშს“, „პასუშ ფერეირას“, „პორტუს“ „ბრაგას“, დონეცკის „შახტარს“, „რომას“ და „ლილს“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი
