გვარდიოლა: „მსურს, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს“

0
51

პეპ გვარდიოლმა „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ გამორიცხა.
„კლუბთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს. კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გამოვრიცხავ. ვთქვი, რომ სიამოვნებით დავრჩები, რადგან ამის სურვილი მაქვს. 9 წელიწადი ერთ კლუბში ძალიან დიდი დროა. თუმცა, მსურს, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს, როგორც კლუბისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის“ – განაცხადა გვარდიოლამ, რომელსაც ინგლისურ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში უმთავრდება.
გასულ სეზონში, „სიტი“ ინგლისის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, რაც რეკორდია. გვარდიოლამ პრემიერლიგაში 6-ჯერ გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელ ექსთავკაც ალექს ფერგიუსონს ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 13 ტიტული. გვარდიოლამ „სიტი“ პრემიერლიგის ოქროს მედლებამდე ბოლო 7 სეზონში 6-ჯერ მიიყვანა. პეპმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში გატარებული 15 სეზონიდან ჩემპიონის თასი 12-ჯერ აღმართა. მან კარეირაში მწვრთნელის რანგში 38 ტიტული მოიპოვა და მხოლოდ ფერგიუსონი ასწრებს – 49.
“სიტი” ინგლისის ჩემპიონატში გამარჯვებათა რიცხვით “მანჩესტერ იუნაიტედს” (20), “ლივერპულს” (19) და “არსენალს” (13) ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი