ალფონსო დევისი „რეალში“ თავისუფალ აგენტად გადავა

0
28

მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველი ალფონსო დევისი მომავალი წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. კანადის ეროვნული გუნდის კაპიტანი ესპანურ გრანდს ამის თაობაზე შეუთანხმდა იუწყება გამოცემა AS.
23 წლის დევისი მიუნხენელბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან გერმანული კლუბი მის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდას უარობს. დევისი „ბაიერნში“ 2018 წლის ზაფხულიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 195 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი