საბა ლობჟანიძემ „ატლანტა იუნაიტედის“ მაისურით მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა თავი ამჯერად ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასზე გამოიჩინა.
„ატლანტა იუნაიტედმა“ მე-7 ჯგუფში პირველი მატჩში შინ „დისი იუნაიტედთან“ ჩაატარეს და პენალტების სერიაში დამარცხდნენ – მატჩის ძირითადი დროს 3:3 დასრულდა.
ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა და 38-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:3 აგებდა, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ ბურთი „ცხრიანში“ გაგზავნა – 2:3. „ატლანტა“ პენალტებში 5:6 დამარცხდა – ლობჟანიძემ თავისი შანსი გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ მან მიმდინარე სეზონში MLS-ში 6 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
