მადრიდის „რეალმა“ მშობლიურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 43000 გულშემატკივრის წინაშე ბრაზილიელი თავდამსხმელი ენდრიკი წარადგინა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 18 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის 15-გზის გამარჯვებულთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ენდრიკი ესპანურ გრანდში 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
Transfermarkt-ის მიხედვით „რეალმა“ ენდრიკის სანაცვლოდ ბრაზილიის „პალმეირასს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადა. ახალგაზრდა ფორვარდმა ყოფილ კლუბში ყველა ტურნირში 82 მატჩი ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. მან მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი მაისური 10-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





