პედრო მონტეირო “ტორპედოდან” წავიდა

0
23

პორტუგალიელი ცენტრალური მცველი პედრო მონტეირო ქუთაისის “ტორპედოდან” წავიდა. ქუთაისურ გუნდში ბოლო მატჩი კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად “ომონიასთან” ჩაატარა, რომელიც კვიპროსელებმა 3:1 მოიგეს.
“მადლობას გიხდით ყველაფრისთვის. “ტორპედოში” გატარებული 2 წელი არასოდეს დამავიწყდება. აქაურობა ჩემს სახლად იქცა. ძალიან შემიყვარდა ქუთაისი; ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ კლუბის, ფანების… დღეიდან მეც ტორპედოს გულშემატკივარი ვარ”- იუწყება ქუთაისელთა პრესსამსახური.
“ტორპედო” “ომონიასთან” საპასუხო თამაშს პირველ აგვისტოს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი