„ნაპოლიმ“ შვედი ნახევარმცველი იესპერ ლინდსტრიომი ლივერპულის „ევერტონში“ გაანათხოვრა. დანიელი ინგლისურ გუნდში 2024-2025 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება და მომავალი წლის ზაფხულში „ევერტონს“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის უფლება ექნება.
24 წლის ლინდსტრიომი დანიის „ბრონდბიუს“ აღზრდილია. ის „ნაპოლიში“: 2023 წელს გერმანიის „აინტრახტიდან“ გადავიდა. დანიელმა ფრანკფურტელებთან ერთად 2021-2022 წლების სეზონში ევროპა ლიგა მოიგო. მან იტალიურ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.
ლაშა თაბაგარი
