“უმცროსი ბორჯღალოსნების” თამაშების განრიგი სამხრეთ აფრიკაში

0
22

“უმცროსი ბორჯღალოსნები” (18 წლამდე) სამხრეთ აფრიკაში გასამართი 18-წლამდელთა საერთაშორისო სერიისთვის ემზადება, რომელშიც საქართველოს გარდა, სამხრეთი აფრიკა ორი გუნდით, ასევე ინგლისი, საფრანგეთი და ირლანდია ითამაშებენ.
თამაშები ორ ქალაქში გაიმართება. პირველ დღეს, 12 აგვისტოს, შეხვედრებს ქეიფთაუნის სტელენბერგის საშუალო სკოლის მოედანი უმასპინძლებს. სერია საქართველოს დროით 13:30 საათზე “უმცროსი ბორჯღალოსნებისა” და “სამხრეთი აფრიკა ა”-ს თამაშით გაიხსნება.
ამის შემდეგ გუნდები პაარლიში გადაინაცვლებენ და საქართველო “სამხრეთი აფრიკა ა”-ს 16 აგვისტოს, უკვე გიმნაზიის მოედანზე შეერკინება. შეხვედრა ჩვენი დროით 15:30 საათზე დაიწყება.
სერია 20 აგვისტოს, პაარლის საშუალო სკოლის მოედანზე დასრულდება. ამ დღეს “უმცროსი ბორჯღალოსნები” საქართველოს დროით 17:30 საათზე ფრანგ თანატოლებს შეხვდება.
“უმცროსი ბორჯღალოსნების” შემადგენლობას უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ.
18-წლამდელების საერთაშორისო სერია
12 აგვისტო. ორშაბათი
ქეიფთაუნი. სტელენბერგის საშუალო სკოლა
სამხრეთი აფრიკა ა – საქართველო (13:30 საქ. დრო)

ინგლისი – ირლანდია (15:30)
სამხრეთი აფრიკა – საფრანგეთი (17:30)
16 აგვისტო. პარასკევი. პაარლის გიმნაზია
ინგლისი – საფრანგეთი (13:30)
საქართველო – სამხრეთი აფრიკა ა (15:30)
სამხრეთი აფრიკა – ირლანდია (17:30)
20 აგვისტო. სამშაბათი. პაარლის საშუალო სკოლა
ირლანდია – სამხრეთი აფრიკა ა (13:30)
სამხრეთი აფრიკა – ინგლისი (15:30)
საფრანგეთი – საქართველო (17:30)
rugby.ge