„სარაევომ“, რომელშიც გიორგი გულიაშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის ტრნავის „სპარტაკი“ მიიღო და გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ.
საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ექსფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 87-ე წუთზე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ მან პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის „აქტობესთან“ საშინაო მატჩში გოლი გაიტანა და თავის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლაში დაეხმარა. „სარაევო“ საპასუხო შეხვედრას სლოვაკეთში პირველ აგვისტოს ჩაატარებს.
ყაზახეთის „ტობოლი“, რომლის ღირსებას თორნიკე მოსიაშვილი იცავს, კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლაზე შვეიცარიის „სენტ გალენთან“ 1:4 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 56-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი
