დუაიტ იორკმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ მარკუს რაშფორდის წასვლის შემთხვევაში „ნაპოლიდან“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა ურჩია.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ხვიჩა კვარაცხელია აუცილებლად უნდა შეიძინოს. კლუბში ელიტარული მოთამაშეები უნდა იყვნენ, რომელთა არყოფნის შემთხვევაში წინსვლა ძალიან რთულია. ისეთი ომახიანი სახელები და ხალხია საჭირო, რომლებიც თამაშის დონეს ნამდვილად აწევენ.
ჩემი აზრით კლუბისთვის ახლა მოთამაშეების მიწვევა რთულია. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში ართამაში უკან გადადგმული ნაბიჯია. ამ მხრივ „იუნაიტედი“ ფრთხილად უნდა იყოს, რადგან მსგავსი რამ ძალიან ხშირად ხდება და არა ცალკეულ შემთხვევებში.
„იუნაიტედი“ წინ გადადგმული ყოველი ნაბიჯის შემდეგ, ორ ნაბიჯს უკან დგამს. ამ კლუბმა ელიტარული მოთამაშეები უნდა დააბრუნოს“ – განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავდამსხმელმა BoyleSports-თან ინტერვიუში,
ლაშა თაბაგარი





