კუცია უკრაინის პრემიერლიგაში ითამაშებს

0
73

გიორგი კუცია კარიერას როვნოს „ვერესში“ გააგრძელებს. 24 წლის ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინის პრემიერლიგის კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის „ვერესის“ ისტორიაში პირველი ქართველი ლეგიონერია.
„ვერესში“ გადასვლამდე კუცია თამაზ პერტიას გაწვრთნილ ლატვიის „ლიეპაიაში“ გამოდიოდა და 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მან კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, ხოლო შემდეგ გორის „დილაში“ და ჩრდილოეთ მაკედონიის „რაბოტნიჩკიში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი