მოურინიო: „პორტუგალია არადამაჯერებელი იყო, ესპანეთი ჩემთვის ყველაზე დიდი სიუპრიზია“

0
16

ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე არადამაჯერებლად თამაშობდა. პორტუგალიელები 1/4-ფინალში ფრანგებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.
„ევროპის ჩემპიონატის მატჩებს როგორც პროფესიონალუ ვუყურებდი. თითოეულ ჯერზე როდესაც თურქეთი იგებდა, ჩემთვის ეს პრობლემა იყო, ხოლო როდესაც პორტუგალია იმარჯვებდა მიხაროდა.
ყოველთვის იმედგაცურება გეუფლება, როდესაც გრძნობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია. პორტუგალიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. პროგნოზებში დიდად არ შევმცდარვარ, როდესაც განვაცხადე, რომ ტურნირის ფავორიტები პორტუგალია, საფრანგეთი და ინგლისი არიან. ამ სამიდან ორი გუნდი ნახევარფინალშია. ესპანეთის ყველაზე დიდი სიურპრიზია ჩემთვის გუნდის განვითარების კუთხით. ჩემთვის ეს გუნდი ყველაზე კარგად თამაშობს. პორტუგალია შთამბეჭდავი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ 1/4-ფინალამდე მივიდა. გუნდი არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. შემდეგ ჭეშმარიტების მომენტი დადგა და პორტუგალია ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი არ აღმოჩნდა“ – განაცხადა „ფენერბაჰჩეს“ პორტუგალიელმა თავკაცმა Sport TV-სთაბ.
ლაშა თაბაგარი