ვინისიუს ჟუნიორი კოპა ამერიკის 1/4-ფინალს გამოტოვებს

0
64

ვინისიუს ჟუნიორი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ურუგვაისთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება.
მადრიდის „რეალის“ გარემარბმა ჯგუფური ეტაპის მე-3 მატჩში კოლუმბიასთან შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მიმდინარე ტურნირზე მეორე აღმოჩნდა. ის პირველად მე-2 ტურში პარაგვაისთან 4;1 მოგებულ შეხვედრაში გააფრთხილეს. ვინისიუს ჟუნიორმა ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი