საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს კახა კალაძეს სურს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის „რეალში“ იხილოს.
„მსურს, რომ კვარა „რეალში“ ვიხილო, რადგან ასეთ გუნდში კარგად ითამაშებს. ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ის ახალგაზრდა მოთამაშეების კარგი მეგობარია. კარლო თვისებებს კარგად იყენებს მოთამაშეების თვისებებს, რომელთაც საუკიეთესო პოზიციებზე აყენებს და საუკეთესო ტაქტიკით ათამაშებს“ – იუწყება „მილანის“ მცველის ნათქვამს planetamilan.it.
კვარაცხელიამ განვლილ სეზონში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან იტალიის თასზე 1 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია. გარდა ამისა, კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ლაშა თაბაგარი
