სტეფანო პიოლი საუდის არაბეთში იმუშავებს

0
45

სტეფანი პიოლი სამწვრთნელო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. „მილანის“ ექსმწვრთნელი „ალ იტიჰადს“ ჩაიბარებს, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. ის არაბულ კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. მან არგენტინელი მარსელო გალიარდო შეცვალა, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ დაითხოვეს.
გასულ სეზონში „ალ იტიჰადმა“, რომელშიც ქარიმ ბენზემა და ნგოლო კანტე გამოდიან, საუდის არაბეთის ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი