საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის 2024 წლის გათამაშება ქუთაისის „ტორპედონ“ მოიგო. თბილისის დავით პეტრიაშვილის ახელობის არენაზე შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილი ქუთაისელები თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდნენ, რომელსაც ცოტა ხნის წინ სათავეში ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერი ჩაუდგა და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ მეორე წელიწადია სუპერთასი ახალი ფორმატით ტარდება.
შეხვედრის მე-3 წუთზე ბრაზილიელმა ელიტონ ჟუნირომა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო ბურთი და დაახლოებით 20 მეტრიდან, მაგრამ ძალიან მახვილი კუთხიდან დინამოელთა მეკარისგამ მარცხენა „ცხრიანში“ გაიტანა. პირველი ტაიმში ანგარიში მეტი აღარ შეცვლილა.
61-ე წუთზე თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა სერბმა ნინკოვიჩმა თავით ძალიან კარგად დაარტყა და „ტორპედო“ კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქუთაისელთა საჯარიმოში მყოფი საიმონის დარტყმის შემდეგ, სერბმა მეკარე კლიაიჩმა ბურთი ფეხით მოიგერია, მაგრამ ვერაფერი გააწყო ცეცხლაძესთან, რომელმაც ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შემაცირა. დარჩენილ დროში „დინამომ“ სხვა ვერაფერი მოახერხა და „ტორპედომ“ არსებობის ისტორიაში საქართველოს სუპერთასი მესამედ მოიგო, ხოლო კინმა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის მერე, პირველი ჯილდო მოიპოვა.
სუპერთასზე მე-3 ადგილი ბათუმის “დინამომ” დაიკავა, რომელმაც მშობლიურ ქალაქჭში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკრუ ცენტრში თბილისის “იბერია” 3:2 დაამარცხა.
“დინამო” (თბილისი) – “ტორპედო” (ქუთაისი) 1:2 (0:2)
3 ივლისი. თბილისი. დავით პეტრიაშვილი სახელობის სტადიონი.
“დინამო”: მაქაცარია, ბაგრატიონი ( სამუშია, 58., კალანდაძე (კ), უგრეხელიძე, ს. ხარებაშვილი, ლომინაძე (ბერელიძე, 67), საიმონი, ოსიყმაშვილი (ხვადაგიანი, 67), სანტისი (იობაშვილი, 67), ცეცხლაძე, სალია (მოისწრაფიშვილი, 78).
მთავარი მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი
“ტორპედო|: კლიაიჩი, მონტეირო, გ. მჭედლიშვილი (ჟორჟინიო, 65), სანდოხაძე, აურო, ელიტონ ჟუნიორი (შერგელაშვილი, 65), ნადარაია, გიგაური (კ) (არაბიძე, 78), ნინკოვიჩი (მანჯგალაძე, 65), პირესი, იონსენი
მთავარი მწვრთნელი: სტივ კინი/
გოლები: 0:1 ელიტონ ჟუნიორი (4), 0:2 ნინკოვიჩი (61), 1:2 ცეცხლაძე (85).
გაფრთხილება: ელიტონ ჟუნიორი (45+4), გიგაური (78), აურო (82), უგრეხელიძე (90), იონსენი (90), ნადარაია (90+1).
მთავარი მსაჯი: გიორი ყრუაშვილი.
ლაშა თაბაგარი
