ბათუმის „დინამომ“ ახალწვეულები წარადგინა

0
64

ბათუმის „დინამომ“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბულგარეთის „ლუდოგორეცთან“ მატჩისთვის ემზადება, ახალწვეულები წარადგინა.
ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი აჰჰმედ სოილიჰიმ, ჯალენ ბლესამ, აბუბაქარ ტამბედოგაბიამ, რევაზ ინჯგიამ და დიტო ფაჩულიამ გააფორმეს.
28 წლის სოილიჰი ცენტრალური მცველია.. ის ბოლოს საფრანგეთის ქვედა ლიგის „მარტიგში“ გამოდიოდა და კომორის კუნძულების ნაკრების წევრია..
23 წლის ბლესა გარემარბიაა. იგი ესპანეთისა და ინგლისის ქვედა ლიგის კლუბებში და კოსოვოს ჩემპიონატში თამაშობდა, ხოლო ბათუმში გადასვლამდე რუმინულ კრაიოვას „უნივერსიტატიაში“ გამოდიოდა.
გამბიელი
 ბუბაქარ ტამბედოგაბია გარემარბია და ბათუმელებს თელ ავივის „აპოელიდან“ შეუერთდა. მან 2022 წელს კონფერენს ლიგაში ესტონური „პაიდეს“ რიგებში თბილისის „დინამოსთან“ ითამაშა. გარდა ამისა, იგი მოლდოვის „შერიფში“ თამაშობდა.
ინჯგიას და ფაჩულიას რაც შეეხება, მათ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე „სამტრედიაში“ გაატარეს.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი დინამოელები “ლუდოგორეცს” 10 ივნისს სტუმრად შეხვდებიან, ხოლო 17 ივნისს ბათუმში უმასპინძლებენ.
ლაშა თაბაგარი