კრიშტიანუ რონალდუ: „ერთდროულად მოწყენილიც ვარ და გახარებულიც“

0
64

კრიშტიანუ რონალდუს თქმით, წელიწქადის განმავლობაში არცერთი პენალტი გაუფუჭებია, მაგრამ ყველაზე მეტად გატანა როდესაც სჭირდებოდა, იან ობლაკს ვერ აჯობა. პორტუგალიელთა კაპიტანმა ამის შესახებ ევრო 2024-ზე სლოვენიასთან პენალტების სერიაში მოგებული მატჩის მერე განაცხადა, როდესაც დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
„თავდაპირველად იმედგაცრუება, ხოლო შემდეგ სიხარული. ფეხბურთი წარმოუდგენელ მომენტებს გაძლევს და ასეთი რამ ხდება. შემეძლო ჩემი გუნდისთვის უპირატესობა მომეპოვებინა, მაგრამ ვერ გავუმკლავდი, რადგან ობლაკმა ბურთი მოიგერია.
წელიწადია პენალტი არ ამიცილებია, თუმცა, ყველაზე მეტად მისი გატანა როცა მჭირდებოდა, ობლაკმა თავისი გუნდი გადაარჩინა. ერთდროულად მოწყენილი და გახარებული ვარ, მაგრამ მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით, რაც დავიმსახურეთ. სლოვენია თითქმის მთელი თამაში დაცვაში იჯდა. გუნდი ქებას იმნსახურებს, განსაკუთრებით ჩვენი მეკარე, რომელმაც სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია“ – იუწყება რონალდუს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი