დიოგუ კოშტა: „ჩემს კარიერაში საუკეთესო მატჩია“

0
103

პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიოგუ კოშტას მიაჩნია, რომ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში სლოვენიასთან კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან ჯერ 115-ე წუთზე პირისპირ გასულ შეშკოს არ გაატანინა, ხოლო პენალტების სერიაში 3 დარტყმა მოიგერია და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
| „დამატებით დროში შეშკოს დარტყმა როდესაც მოვიგერიე, ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. მისი სხეულის ენა წავიკითხე და გუნდს დავეხმარე. შესაძლოა, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მატჩია. კონცენტრირებული იმაზე ვიყავი, რის გაკეთებაც აუცილებელი იყო. ჩემს გრძნობებს ვენდე.
რა თქმა უნდა, პენალტისტები გავარჩიეთ, მაგრამ მოთამაშეები იცვლებიან და ისინი პენალტებს განსხვავებულად ურტყამენ. ძალიან კმაყოფილი და შთაგონებული ვარ, რომ გუნდს დავეხმარე.
ჩვენ გვრძნობდით, რომ რონალდუს გაცუდებული პენალტის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დაგვეკარგა. გამარჯვების ბოლომდე გვჯეროდა და ძალიან ბედნიერები ვართ“ – იუწყება კოშტას ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი