პორტგალიის ნაკრებს კრიშტიანუ რონალდუს კაპიტნობით ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში გასასვლელად დიდი ბრძოლა გადახდა საკმაოდ სიმპათიურ სლოვენიასთან და რომ არა მეკარე დიოგუ კოშტას გმირობა, არავინ იცის ეს დაპირისპირება როგორ დასრულდებოდა.
პორტუგალიელები ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მაგრამ პირველ ტაიმში რეალური სახიფათი მომენტი არ შეუქმნიათ. გამოსარჩევი მხოლოდ რონალდუს მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმაა, რომელიც ობლაკმა გაანეიტრალა. გარდა ამისა, რონალდუ სტანდარტულიდან მეტოქის კარს კიდევ ორჯერ დაეუმუქრა, მაგრამ უშედეგოდ.
მეორე ტაიმიდ დაწყებიდან ათ წუთში მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა რონალდუმ ოდნავ მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ისევ ობლაკმა იყოჩაღა. 62-ე წუთზე შეშკომ სისწრაფეში აჯობა პეპეს, მაგრამ საჯარიმოში შესულმა ბურთი კარში ვერ გადაგზავნა და ძალიან ხელსაყრელი მომენტი ხელიდან გაუშვა.
შეხვედრის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 102-ე წუთზე დრკუშიცმა თავის საჯარიმშო დიოგო ჟოტა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. რონალდუმ თერთმეტმეტრიანი შეასრულა და ობლაკმა ბურთი მოიგერია. პორტუგალიელთა კაპიტანმა მომხდაი ისე განიცადა, რომ ატირდა. რონალდუ ერთადერთია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პენალტი მეორედ ვერ გაიტანა. პირველად მან თერთმეტმეტრიანი 2016 წლის ევროზე გააცუდა. ცნობისთვის, ეს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მე-100 ვერგატანილი პენალტია.
115-ე წუთზე შეშკო პორტუგალიელთა მეკარესთან პრიისპირ დარჩა და შეეძლო მატჩის ბედი გადაეწყვიტა, მაგრამ დიოგუ კოშტამ ბურთი ფეხით მოიგერია. გაამრჯვებული ვერც დამატებით დროში გაირკვა და პენალტების სერია დაინიშნა. პირველი თერთმეტმეტრიანი რონალდუმ შეასრულა და გაიტანა. ამის შემდეგ დიოგუ კოშტამ ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია, ხოლო ბრუნუ ფერნანდეშმა და ბერნარდუ სილვამ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვეს.
პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში 5 ივლისს საფრანგეთს შეხვდება. ბოლო 8 ევროპის ჩემპიონატიდან პორტუგალიელები 1/4-ფინალში მეშვიდედ ითამაშებენ. პორტუგალისი ცენტრალური მცველი პეპე 41 წლის და 126 დღის ასაკში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების პლეი-ოფში უთამაშია, მან ინგლისელი მეკარის პიტერ შილტონის რეკორდი მოხსნა, რომელმა მსოფლიო 1990 წლის მუნდიალზე პლეი-ოფში 40 წლისა და 292 დღისამ იასპარეზა. 39 წლისა და 147 დღის რონალდუ ყველაზე ასაკოვანი მოთამაშეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პენალტების სერიაში მეტოქის კარი აიღო.
ლაშა თაბაგარი
