„ფროზინონემ“ კვერნაძე დაიტოვა

0
52

გიორგი კვერნაძე მომავალ სეზონშიც „ფროზინონეში“ ითამაშებს, რომელიც სერია B გავარდა. გასული წლის ზაფხულში ფროზინონელებმა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ფოთის „კოლხეთი 1913“-დან იჯარით აიყვანეს, ხოლო მიმდინარე ზაფხულში ქართული კლუბიდან გამოისყიდეს.
21 წლის კვერნაძემ 2023-2024 წლების სეზონში იტალიის სერია A-ში 5 მატჩი ჩაატარა, ხოლო იტალიის თასზე 3-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი