ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია. რონალდუ კუმანის გაწვრთნილი მიუნხენის „ალიანს არენაზე“ რუმინეთს დაუპირისპირდა და შემდეგ ეტაპზე გასვლა არ გაჭირვებია.
მატჩის მე-20 წუთზე კოდი გაკპო მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. 83-ე წუთზე გაკპო რუმინელთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და თითქმის კუთხურის ხაზზე მცველს გაცდა, რის შემდეგ კარის წინ მყოფ მალენს უპასა, რომელმაც ნიდერლანდელები კიდევ უფრო დააწინაურა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მალენმა ბურთი ცენტრიდან წამოიღო და მას მერე რაც ორ მოწინააღმდეგეს გაექცა საჯარიმოში შესულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შემდეგ ნიდერლანდები 1/4-ფინალში პირველად გავიდა. მაშინ, მარკო ვან ბასტენის თავკაცობით „ტიტები“ რუსეთთან 1:3 დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი
