ევრო 2024-ის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთის ეროვნული ნაკრები 1/4-ფინალში გავიდა. დიუსელდორფის :დიუსელდორფ არენაზე” გამართულ 1/8-ფინალში დიდიე დეშამის გაწვრთნილი “სამფეროვნები” ბელგიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოიპოვეს.
ფრანგები ბურთს დომენიკო ტედესკოს გუნდზე უფრო ხშირად აკონტროლებდნენ, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ. თავის მხრივ ბელგიელები წარმატების მიღწევას კონტრშეტევაზე ცდილობდნენ, რასაც დიდი სედეგია არ გამოუღია. საგოლე მომენტებით მწირე დაპირისპირების ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა – 85-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კოლო მუანიმ კარში დაარტყა და ბურთი ვერტონგენის ფეხიდან ბადეში აღმოჩნდა. მიმდინარე ევროპის პირველობაზე ეს მე-9 ავტოგოლი იყო.
ლაშა თაბაგარი
