გიორგი ქოჩორაშვილით იტალიის სერია A-ს ორო კლუბი დაინტერესდა. იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების თავის რიგებში ხილვა რომის „ლაციოს“ და „ტორინოს“ სურთ.
მაისში ქოჩორაშვილმა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ლევანტესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვალენსიელებს თავისი ბედი 2027 წლამდე დაუკავშირა. მას მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირდებდა.
24 წლის ქოჩორაშვილმა 2023-2024 წლების სეზონში „ლევანტეს“ მაისურით სეგუნდა დივიზიონში 24-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. მან ესპანეთის თასზე ერთი თამაში ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
