ევროპის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ჩვენი ეროვნული გუნდის სადებიუტო გოლი გიორგი ქოჩორაშვილის აქტიურობისა და კარგი გადაცემის შემდეგ გაიტანა. თურქეთთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ მატჩისშემდგომი კომენტარი ჩვენი ნაკრების შუახაზელმა გიორგი ქოჩორაშვილმა გააკეთა:
“პირველი თამაში იყო ევროპის ჩემპიონატზე. შევეცადეთ, რომ მიგვეძღვნა ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ჩაგვედო მაქსიმუმი. მომენტები, რომელიც გვქონდა, გუნდური მუშაობის შედეგია. შევეცდებით, რომ აღვიდგინოთ ძალები და მეორე შეხვედრაში გამოვიყენოთ ჩვენი მომენტები.
ვიცი, რომ ჩვენი გულშემატკივარი ყოველ წამს ჩვენთან ერთად იყო. მადლობა ყველას, მადლობა მათ, ვინც ვერ მოახერხა ჩამოსვლა და შინიდან გვგულშემატკივრობდა”.
