ევრო 2024-ზე თურქეთთან გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ Sky Sports-ს ესაუბრა:
“იმედგაცრუებულები ვართ, რადგან მეტს ვიმსახურებდით. მომენტებს ვქმნიდით და მეტი გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ შანსებს ვინარჩუნებთ. დღეს კი ნამდვილად მეტის ღირსები ვიყავით – კარგად ვითამაშეთ, დაცვაში ერთიანები ვიყავით და ბოლომდე დავიხარჯეთ.
ახლა მხოლოდ ეროვნულ გუნდზე ვარ 100%-ით კონცენტრირებული, მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობ. ახლა საკლუბო კარიერაზე უბრალოდ არ ვფიქრობ. მინდა მთლიანად დავიხარჯო გუნდისთვის. არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა საკლუბო თემაზე”.
