“დილამ” კონგოელი თავდასმხმელი დაიმატა

0
42

გორის “დილამ” ზაფხულში პირველი ტრანსფერი განახორციელა. გორელებმა კონგოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი 18 წლის დეო გრასიას ბასინგა დაიმატეს.
ის სამშობლოში “დიაბლეს ნოირსში” გამოდიოდა, ხოლო გორელებს ბელგიის “გენტიდან” შეუერთდა. ბასინგამ კონგოს 20-წლამდელთა ნაკრებში აფრიკის თასზე ჩატარებულ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მან ეროვნული გუნდის მაისური 4-ჯერ მოირგო.
ლაშა თაბაგარი