ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანიაში წარმატებული სტარტო აიღო. დორტმუნდის „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ შეხვედრაში ლუჩანო სპალეტის შეგირდები ალბანეთს შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს.
მატჩის 22-ე წამზე იტალიელმა მცველმა თავის ნახევარზე აუტი ძალიან ცუდად ჩააწოდა და პასი ბაირამის გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოში შესულმა ზუსტად ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ეს გოლი ევროპის ჩემპიონატების არსებობის ისტორიაში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა.
მე-11 წუთზე იტალიელებმა კუთხური გაითამაშეს და პელეგრინი ზუსტი პასი ალბანელთა კარის შორეულ ძელთან მდგომ ბასტონის გაუკეთა, რომელმაც თავით გაიტანა – 1:1. მე-16 წუთზე ალბანელი მცველის მოგერიებული ბურთი ბარელამ ერთი შეხებით საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და იტალიელები დააწინაურა. ბარელამ ნაკრებში ჩატარებულ 58 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა სიაში ფრანჩესკო ტოტის გაასწრო, რომელმაც 54 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
65 წლის და 100 დღის ასაკში სპალეტი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნეკლი გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრებისთვის უხელმძღვანელია.
შეხვედრის მიწურულს ალბანელებს ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ დონარუმამ იტალიელები გადაარჩინა. B ჯგუფში ესპნეთი და იტალია 3-3 ქულით შესაბამისად პირველ-მეორე ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი
