თბილისის „დინამო“ საქართელოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/16-ფინალში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ეროვნული ლიგა 3-ში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ლუკა ჩაგანავამ გაიტანა და გოჩა ტყებუჩავას შეგირდები 1/8-ფინალში ითამაშებენ. ცნობისთვის, „გურია“ 33 ქულით 16-გუნდიან ლიგა 3-ში მეორე ადგილზეა.
„დინამოს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯაბა კანკავა დაუნრუნდა, რომელმაც ფეხზე გაკეთებული ოპერაციის გამო, ხანგრძლივი პერიოდი გამოტოვა.
„დინამო“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ვილნიუსის „ჟალგირისთან“ სტუმრად 30 ივლისს ჩაატარებს. თბილისელებმა პირველი მატჩი შინ 3:0 მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





