ნიდერლანდებმა პოლონეთი მატჩის მიწურულს გატეხა

0
28

გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-3 სათამაშო დღის პირველი შეხვედრა ჰამბურგის “ფოლკპარკშტადიონზე” შედგა, სადაც D ჯგუფში ნიდერლანდები პოლონეთს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პოლონელებს ტრავმის გამო კაპიტანი და ლიდერო რობერტ ლევანდოვსკი ვერ ეხმარებოდა.
შეხვედრის მე-16 წუთზე ზელინსკიმ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ბუკსმა თავით ბურთი მეტოქის კარში ზუსტად გადაგზავნა – 1:0. 29-ე წუთზე ნათან აკემ მეტოქის ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო და გაკპომ თავისი წამოწყებული იერიში კარში დარტყმით დაასრულა – ბურთი სალომონს შეეხო ფეხზე, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, მაგრამ თავის გამოჩენის უფრო მეტი შანსი ნიდერლანდელებს ჰქონდათ. საბოლოოდ, რონალდ კუმანის გაწვრთნილი გუნდის მცდელობამ შედეგი გამოიღო. 83-ე წუთზე პოლონელთა ნახევარზე მყოფმა აკემ ძალიან კარგი პასი მისცა საჯარიმოში გახსნილ ვერგჰორსტს და მოედანზე ორი წუთით ადრე შესულმა ფორვარდმა ერთი შეხებით გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ნიდერლანდებისთვის ევროპირველობის პირველი მატჩი წარმატებული აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი