ჯენარო გატუზო სპლიტის „ჰაიდუკის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის მომგებმა გატუზომ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
მანამდე, 46 წლის სპეციალისტი შვეიცარიის „სიონს“, „პალერმოს“, საბერძნეთის ოფის, „პიზას“, „მილანს“, „ნაპოლის“, „ვალენსიას“ და „მარსელს“ ავარჯიშებდა.
ხორვატიის 9-გზის ჩემპიონმა „ჰაიდუკმა“ გასულ სეზონში სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი
