თბილისის “იბერია” უეფას კონფერენს ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება:
“იბერია 1999” უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.
ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ “ოლიმპიაკოსი” კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. ბერძნული კლუბის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოდან ჩახსნამ კი “იბერია 1999”-ის და მალტური “სლიემა ვონდერერსის” პირველი ეტაპის ნაცვლად, მეორე ეტაპზე გადასვლა გამოიწვია”.
ლაშა თაბაგარი
