ჰუმელსი „ბორუსიადან“ წავიდა

0
4

მათს ჰუმელსი დორტმუნდის „ბორუსიადან“ წავიდა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
გუნდის აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა გერმანულ გუნდში 13 სეზონი გაატარა და 5ტიტული მოიგო. ის „ბორუსიაში“ 2008-2016 და 2016-2024 წლებში გამოდიოდა. ჰუმელსი ორჯერ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდა, ორჯერ გერმანიის თასი მოიგო, ხოლო ერთხელ გერმანიის სუპერთასი.
ჰუმელსი 2016-2019 წლებში მიუნხენის „ბაიერნში“ გამოდიოდა – 3-ჯერ გერმანიის ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვა, ერთხელ – თასი, ხოლო სამჯერ – სუპერთასი.
ლაშა თაბაგარი