„უდინეზეს“ ახალი თავკაცი ჰყავს

0
22

„უდინეზეს“ ახალ მთავარ მწვრთნელად კოსტა რუნიაიჩი დანიშნეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
53 წლის ავსტრიელი სპეციალისტის უდინელებთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები არ გასაჯაროებულა. მან იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ფაბიო კანავარო შეცვალა.
რუნიაიჩი მანამდე გერმანიის „კაიზერსლაუტერნს“, „მიუნხენ 1860“-ს, პოლონეთის „პოგონს“ და „ლეგიას“ ავარჯიშებდა. ის „ლეგიასთან“ ერთად პოლონეთის თასის და სუპერთასის მფლობელი გახდა.
ლაშა თაბაგარი