ედინ ტერზიჩი „ბორუსიადან“ წავიდა

0
27

ედინ ტერზიჩი დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა.
გერმანული კლუბის პრესსამსახური იუწყება, 41 წლის სპეციალისტმა „ბორუსიასთან“ კონტრაქტის გაწყვეტა დაუყონებლივ მოითხოვა. ის დორტმუნდელებს სათავეში 2022 წლის ზაფულში ჩაუდგა და კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირდება.
გერმანელმა სპეციალისტმა 2020-2021 წლების სეზონში „ბორუსიას“ გერმანიის თასი მოაგებინა, ხოლო წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც მადრიდის „რეალთან“ 0:2 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი