თბილისის “დინამო” ორ ლეგიონერს დაემშვიდობა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
“დინამო თბილისი” ორ ლეგიონერს დაემშვიდობა. ლიეტუველმა ნახევარმცველმა დანიელ რომანოვსკიმ და ნიგერიელმა მცველმა ჯოშუა აკპუჯემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს დედაქალაქური კლუბი.
“დინამო” მადლობას უხდის ორივე ფეხბურთელს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კარიერაში” – ნათქვამია თბილისური კლუბის განცხადებაში, რომელიც მანამდე ესპანელმა მწვრთნელმა ანდრეს კარასკომ დატოვა.
ცნობისთვის, კარასკო სათავეში უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთ გუნდს ჩაუდგა.
ლაშა თაბაგარი
