კრიშტიანუ რონალდუმ ჩატარებული მატჩების რაოდენობით მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში რეკორდი დაამყარა, რის შესახებ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია იუწყება.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე პორტუგალიამ შინ ირლანდია ამხანაგურ მატჩში 3:0 დაამარცხა და 39 წლის რონალდუმ დუბლი შეასრულა. პორტუგალიელთა კაპიტნისთვის განვლილი შეხვედრა პროფესიონალურ კარიერაში 1226-ე აღმოჩნდა. მან ლეგენდარული ბრაზილიელი მეკარის როჟერიო სენის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1225 შეხვედრა ჩაატარა.
რონალდუმ ეროვნულ ნაკრებში 207 თამაში გაამრთა და მეტოქეთა კარი 130-ჯერ აიღო, რაც ასევე რეკორდია.
ლაშა თაბაგარი
