ევრო 2024-ის შეკრების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერთან და ნაკრების ყოფილ კაპიტნთან, კახა კალაძესთან ერთად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობამდე ქართველ ფეხბურთელებს წარმატებები უსურვეს.
შეხვედრა გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში, ნაკრების ბაზაზე გაიმართა.
