„ვერონა“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
24

მარიო ბარონიმ „ვერონას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
60 წლის იტალიელი სპეციალისტი ვერონელებს სათავეში 2023 წლის ივლისში ჩაუდგა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარეების თანხმობის შემთხვევაში, თანამშრომლობა ავტომატურად გაგრძელდებოდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბარონი სათავეში რომის „ლაციოს“ ჩაუდგება, რომელიც გასულ კვირაში იგორ ტუდორმა დატოვა.
ბარონის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში „ვერონამ“ იტალიის სერია A-ს 20 გუნდს შორის მე-13 ადგილი დაიკავა.
ლაშა თაბაგარი