19-წლამდელებმა მაკედონიელებს ამხანაგურში სძლიეს

0
29

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ლაშა ფირცხალაიშვილის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთ მაკედონიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა.
დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გამართული მატჩის მე-18 წუთზე პენალტიდან ანგარიში საბა სამუშიამ გახსნა. 72-ე წუთზე ბალკანელების კარი ალექსანდრე ამისულაშვილმა აიღო და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. ამ გუნდეს შორის პირველი თამაში უგოლოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელები ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში ნორვეგიას, ესტონეთსა და შვედეთს შეხვდებიან. ჯგუფის მასპინძელი შვედეთია და მატჩები 13-19 ნოემბერს ჩატარდება. ელიტ რაუნდში ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოხვდებიან.
ლაშა თაბაგარი