გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მეორე ბუნდესლიგაში მოასპარეზე „ნიურნბერგს“ გაწვრთნის, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კლოზე საკლუბო დონეზე „ჰამბურგში“, „კაიზერსლაუტერნში“, „ვერდერში“, „ბაიერნში“ და „ლაციოში“ თამაშობდა. მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 667 მატჩში 258 გოლი გაიტანა.
კლოზემ ბუნდესნაკრებში 137 შეხვედრა გამართა და მეტოქეთა კარი 71-ჯერ აიღო. ის გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მან 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2002 იმავე ტურნირზე „ვერცხლს“ დაეუფლა, 2006 და 2010 წელს კი – ბრინჯაოს. გარდა ამისა, კლოზემ 2008 წელს ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ის 16 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. 46 წლის კლოზე ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთია, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატების 4 მედალი აქვს.
ლაშა თაბაგარი
