ვილი სანიოლი: “ფიზიკურად ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვართ”

0
34

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ფიზიკურად ჯერ ასი პროცენტით მზად არიაა. ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ პოდგორიცაში ჩერნოგორიასშთან 3:1 მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: “რა თქმა უნდა, გამარჯვებას თავდაჯერება მოაქვს და ეს მნიშვნელოვანი იყო. თუმცა, ამ თამაშმა დაგვანახა, რომ ფიზიკურად ჯერ ასი პროცენტით მზად არ ვართ. მეორე ტაიმში შედარებით რთული იყო ჩვენთვის. მიუხედავად ამისა, გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა და უკეთესი რეალიზაციის შემთხვევაში შედეგიც უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.
ახლა, ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ. კიდევ 9 დღე გვაქვს მოსამზადებლად და სამუშაოდ. ევროპის ჩემპიონატიდან დიდი გამოცდილება უნდა მივიღოთ. მომავალი მნიშვნელოვანია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, რომ ასეთი დონის ტურნირზე თამაში მათ და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს”.
ლაშა თაბაგარი