ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, საქართველოს ნაკრები გერმანიაში კარგ განწყობაზე ჩავა. ამის შესახებ მან პოდგორიცაში ჩერნოგორიასთან 3:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც საგოლე პასი გააკეთა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო ჩვენთვის. კარგი განწყობით ჩავალთ გერმანიაში. ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა კარგად ვითამაშეთ. ბევრი სიახლე გამოვცადეთ, რაზეც მწვრთნელებთან ერთად ვმუშაობდით. ვფიქრობ, ეს თამაში ძალიან დაგვეხმარება ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებაში”.
ხვიჩა კვარაცხელია
